ჰარი პოტერის ყდების ახალი დიზაინი

“ჰარი პოტერის ყდები მერი გრანდპრეს შესრულებით ისეთი ფანტასტიური და ლამაზია, რომ როდესაც ახალი ნიმუშების დახატვა მთხოვეს, უარზე ვიყავი, არ მინდოდა მათი ხელახლა ინტერპრეტირება. თუმცა, მივხვდი, რომ თუ ამ საქმეს ხელს მოვკიდებდი, წიგნებს იმას შევმატებდი, რაც ბევრ დიზაინერს არ შეუძლია. მე თვითონაც საშუალო დონის ფენტეზის სერიის ავტორი ვარ. როგორც ავტორმა, ვეცადე გამეცა პასუხი კითხვისთვის “თუკი ეს წიგნები ჩემი შვილები არიან, როგორები მინდა იყვნენ ისინი შვიდი წლის შემდეგ?” წიგნების ილუსტრირებისას სულ ცნობილი წიგნების უკვდავ ილუსტრაციებზე ვფიქრობდი და იმაზე, თუ რა შეგრძნებას ტოვებდა ეს ილუსტრაციები.”
-კაზუ კიბუიში ჰარი პოტერის ყდების ახალი დიზაინის შექმნაზე

კაზუ კიბუიში ამერიკელი მწერალი და ილუსტრატორია, ყველაზე მეტად ცნობილი გრაფიკული ნოველისთვის, სახელად “თილისმა”. კაზუ კიბუიშის გამომცემლობა Scholastic-მა ჰარი პოტერის ყდების ახალი დიზაინის შექმნა ჰარი პოტერის სერიის მეთხუთმეტე წლის თავის აღსანიშნავად მიანდო. ამ განსვავებულ გამოცემებს გაყიდვაში 2013 წლის 27 აგვისტოს გამოუშვებენ. შვიდივე წიგნის დიზაინი ინტერნეტში უკვე გაავრცელეს, უკანასკნელი, “ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრების” დიზაინი, 2013 წლის 31 ივლისს.

მერლინი

Merlin1“შუასაუკუნეების ეპოქა. ყველა დროის ყველაზე ცნობილი ჯადოქარი. ასევე ცნობილი, როგორც გრძნეულთა პრინცი. მრგვალი მაგიდის რაინდი.”
მერლინის შოკოლადის ბაყაყის ბარათი

მერლინი ცნობილი ჯადოქარია, რომელიც შუასაუკუნეებში ცხოვრობდა. მისი წარსულის შესახებ ცოტა რამაა ცნობილი. იგი მეფე არტურის მრგვალი მაგიდის რაინდი და უდავოდ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჯადოქარია.

ბიოგრაფია

ადრეული წლები

მერლინი შუასაუკუნეების ეპოქაში დაიბადა. იგი ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში, სლიზერინის კლუბში სწავლობდა. შესაძლებელია, რომ მას თავად სალაზარ სლიზერინი ასწავლიდა. ამბობენ, რომ მისი ჯოხი ინგლისური მუხისა იყო, თუმცა ამის დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან, მისი საფლავი დაკარგულია.

შემდგომი წლები

ერთ დღეს მერლინი მეფე არტურის მრგვალი მაგიდის რაინდი გახდა და თან ახლდა ძალაუფლების პერიოდში. იგი მეფე არტურის ნახევარდის, ბნელი ჯადოქრის, მორგან ლე ფეის მტერი იყო.

მერლინს სჯეროდა, რომ ჯადოქრები უნდა ეხმარებოდნენ მაგლებს და მშვიდად თანაცხოვრობდნენ მათთან. ამიტომ მან დააარსა მერლინის ორდენი, ორგანიზაცია, რომელიც მაგლთა უფლებებს იცავდა და აკრძალა მათ მიმართ მაგიის გამოყენება.

მერლინი აგრეთვე შელოცვების ოსტატი იყო. მისმა არაჩვეულებრივმა ნიჭმა გაუთქვა გრძნეულთა პრინცის სახელი.

მემკვიდრეობა

მერლინის სიცოცხლეშივე, ან მისი გარდაცვალების შემდეგ, ორდენი მაგლების უფლებებიდან იმ ჯადოქრების დაჯილდოებაზე გადაერთო, რომლებიც დიდი რისკის მიუხედავად საგმირო საქმეს სჩადიოდნენ ან დიდი წვლილი მიუძღოდათ ჯადოქრული საზოგადოების განვითარებაში.

250px-MerlinPoA

მერლინის სურათი შოკოლადის ბაყაყის ბარათზე

მერლინის დიდებამ მისი სახელის ყოველდღიურ ლექსიკაში დამკვიდრება გამოიწვია. ამის მაგალითია, ცნობილი წამოძახილი: “მერლინის წვერს ვფიცავ”, “მერლინის საცვალს ვფიცავ” და ა.შ

სლიზერინის კლუბში ჩარიცხულ მოსწავლეებს განსაკუთრებით ეამაყებათ ის, რომ მერლინიც ამავე კლუბში სწავლობდა, თუმცა ამ ფაქტის აღიარება სხვა კლუბებს არ უნდათ.

მერლინი შოკოლადის ბაყაყების ბარათზე უკვდავყვეს. ერთ-ერთი ასეთი ბარათი ჰარი პოტერმა ჰოგვორტსის ექსპრესის მატარებელში 1991 წლის 1 სექტემბერს იპოვა შოკოლადის ბაყაყის ყუთში.

სცენებს მიღმა

  • მერლინი მრავალ ბრიტანულ მითში ფიგურირებს. პირველად იგი გამოჩნდა მირიდინ უაილტის(მერლინ ველური) სახელით უელსურ ლიტერატურაში, სადაც იგი ტყის შერეკილი გრძნეული იყო. თუმცა, იგი ყველაზე ცნობილი არტურიანულ მითშია. ყველაზე ხშირად მას მეფე არტურის მრჩეველად მოიაზრებენ.
  • ალბუს დამბლდორი, მრავალმხრივ ნიჭიერი და ძლიერი ჯადოქარი, ბევრი რამით ჰგავს მერლინს. მაგალითად, გრძელი ვერცხლისფერი წვერით, საოცარი ძალით…  ორივე “მაგლების მეგობარი” იყო. თუმცაღა, უცნობია მერლინის აზრი წმინდასისხლიანობის შესახებ, სავარაუდოა, რომ იგი დამბლდორისას ემთხვეოდა.
  • უცნაურია, რომ მერლინი, მაგლების ყველაზე ცნობილი დამცველი, სლიზერინში, ანტი-მაგლური მსოფლმხედველობით განთქმულ კლუბში, მოხვდა. თუმცა, რადგან იგი ძალიან ამბიციური იყო და დალაგებული ჰქონდა გეგმები მერლინის ორდენზე, ეს ძალიან გასაკვირი არაა. არ არის აუცილებელი სლიზერინელი ბოროტი იყოს და უცნობია ატარებდა თუ არა მერლინის დროს ეს კლუბი ასეთ სახელს.

ტრანსფიგურაციის შესავალი

ტრანსფიგურაციისას მნიშვნელოვანია ჯადოქარმა მკვეთრი მოძრაობები გააკეთოს ჯოხით. არ შეიძლება ჯოხის უაზროდ მოძრაობა და ტრიალი, ამ შემთხვევაში ტრანსფიფურაცია წარუმატებლად დამთავრდება.

გონებაში კარგად უნდა წარმოიდგინო ის ობიექტი, რომლის გაჩენასაც აპირებ, მანამ, სანამ ტრანსფიგურაციისათვის საჭირო სიტყვებს წარმოთქვამ.

დამწყებებმა სიტყვები გამოთქმით უნდა თქვან. გამოცდილ ჯადოქრებს კი ეს არ სჭირდებათ.
რეველიო!

ფაქტები ჰარი პოტერის შესახებ ნაწ.3

  • ჰარი პოტერი მოიცავს: 7 წიგნის 199 თავს
    1 090 739 სიტყვას
    7 წიგნს
    3363 გვერდს
    8 ფილმს
    17 საათს და 13 წუთს
  • როულინგმა ზოგი პერსონაჟის სახელი იმ საეკლესიო წიგნიდან შეარჩია, რომელიც მან ბავშვობაში ნახა.
  • ჰერმიონ გრეინჯერი “ტრიოში” ყველაზე უფროსია. მაგრამ ,სინამდვილეში, ემა უოთსონი ყველაზე პატარაა.
  • ჰარი პირველად პრივატ დრაივის 4 ნომერში ჰაგრიდთან ერთად მოვიდა სირიუსის მოტოციკლეტით. საბოლოოდ, პირვატ დრაივის სახლი მან ზუსტად იგივე გზით დატოვა.
  • პირველი და ბოლო სიტყვები, რომელსაც დობი ამბობს (ფილმში/წიგნში) არის “ჰარი პოტერი”.
  • რეველიო!

    ფაქტები ჰარი პოტერის შესახებ ნაწ.2

    • სირიუსიც და ფრედიც, ჰოგვორტსის სხვადასხვა თაობის ონავრები, სიცილის დროს დაიღუპნენ.
    • ფილმის “ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე”, გადაღებისას ტომ ფელტონის მანტიას ჯიბეები ამოკერებული ჰქონდა, რადგან იგი ხშირად იპარავდა საჭმელს გადასაღები მოედნიდან.
    • რონ უისლის პატრონუსი ტერიერია, ცხოველი, რომელიც წავებს დასდევს. დამთხვევით, ჰერმიონ გრეინჯერის პატრონუსი წავია.
    • ლიტლ-უინინგის (შვიდი პოტერის) ბრძოლის შემდეგ “ბუნაგში” 13 ადამიანი შეიკრიბა მუდისთან გამოსათხოვებლად. რემუს ლუპინი სუფრიდან პირველი წამოდგა და წამოაყენა წინადადება მუდის სხეულის გადმოსვენების შესახებ. ლუპინი პირველი დაიღუპა, ჰოგვორტსის ბრძოლაში ანტონინ დოლოხოვის ხელით, რაც ნიშნავს, რომ პროფესორ ტრელოუნის გაფრთხილება მართალი იყო: როცა ცამეტი ადამიანი ერთად სადილობს, ვინც სუფრიდან პირველი ადგება, ამ ქვეყნიდანაც პირველი წავა.
    • თავისი ოჯახისგან 3 წლით მოშორებით ყოფნის შემდეგ, პერსი უისლიმ ფრედთან მხოლოდ რამდენიმე წუთი გაატარა, სანამ ის ჰოგვორტსის ბრძოლაში დაეცემოდა. რეველიო!

    გარიკ ოლივანდერი

    250px-GarrickOllivanderოლივანდერთა ოჯახი ყოველთვის ასოცირდებოდა ჯადოსნური ჯოხის დამზადების იდუმალ საქმიანობასთან. ამბობენ, რომ ეს გვარი ითარგმნება, როგორც „ზეთის ხის ჯოხის მფლობელი“, საიდანაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გარიკ ოლივანდერის წინაპრები ბრიტანეთში ხმელთაშუაზღვისპირეთიდან ჩამოვიდნენ(ზეთის ხეები ბრიტანეთისთვის დამახასიათებელი არაა). თავად ბატონ ოლივანდერს სწამს, რომ მისი უძველესი წინაპრები ბრიტანეთში რომაელებთან ერთად ჩამოვიდნენ, გახსნეს პატარა დახლი(შემდგომში მაღაზია), და ყიდიდნენ ჯადოსნურ ჯოხებს ბრიტანელებზე, რომელთა ჯოხები დაუსრულებელი და შელოცვაში არასანდო იყო.

    ბატონი ოლივანდერი ალბათ ჯოხების ყველაზე კარგი ოსტატია მსოფლიოში, მრავალი უცხოელი ჩადის ლონდონში სპეციალურად იმისთვის, რომ შეიძინოს მისი ჯოხი, ნაცვლად იმისა, რომ ადგილობრივი ოსტატის ჯოხი შეიძინოს. ოლივანდერი ოჯახურ ბიზნესში თავიდანვე ჩახედული იყო და ამ საქმეში არაჩვეულებრივი ნიჭი გამოავლინა. მას ჰქონდა ჯოხების გულის და ხის გაუმჯობესების ამბიცია და ოჯახურ ბიზნესში ჩართვის დღიდან შეპყრობილი იყო იდეალური ჯოხის შექმნის იდეით.
    რეველიო!

    ანიმაგუსობის შეთანხმება

    ანიმაგუსობის შეთანხმება

    ავტორი:აკიელა ქსალი

    საავტორო უფლებები:ყველა პერსონაჟი ეკუთვნის ჯოან ქეით როულინგს ან/და ვორნერ ბრაზერსის სტუდიას. დაწერილია მხოლოდ და მხოლოდ გასართობად და არ გულისხმობს სარგებელს ან გაყიდვას.

    ძალმომრეობა/ობერტონი:არა,არანაირი … მაპატიეთ.

    ამოცანა:როგორ გადაწყვიტეს ონავრებმა გამხდარიყვნენ ანიმაგუსები?

    ავტორის შენიშვნა:ეს ამბავი დაიწერა მანამ,სანამ ჰარი პოტერის მეექვსე ნაწილი გამოიცემოდა.

    დამატებით:თუკი რამე ნეგატიურის ან პოზიტიურის თქმა გინდათ,ან გსურთ გაიგოთ მეტი ამ ამბის შესახებ დამიკავშირდით: AkielaXal@yahoo.com

    * * *

    -ძალიან მტკივნეულია?

    -რაზე მეკითხები? – იკითხა ცამეტი წლის რემუს ლუპინმა.

    -მგლად გადაქცევაზე. მტკივნეულია? – ჰკითხა ლილი ევანსმა მის ჰოგვორტსელ თანაკურსელსა და ორი წლის მეგობარს,რემუსს.

    დეკემბრის დასაწყისი იყო და არდადეგები ახლოვდებოდა. ჰოგვორტსის ორი სტუდენტი ბნელი მაგიისგან თავდაცვის გაკვეთილის შემდეგ გრიფინდორის საერთო ოთახში ბრუნდებოდა. როგორც ყოველთვის,მათი საუკეთესო მეგობრები ჯეიმს პოტერი და სირიუს ბლექი ახლაც გაკვეთილების შემდეგ დატოვეს კლასის არევის გამო.

    რემუსი გაჩერდა და ლილის მიაჩერდა,გაფაციცებით მოათვალიერა დერეფნები,ლილის ნათქვამი ხომ არავინ გაიგონაო,ხელი ჩაავლო და უახლოეს თავისუფალ საკლასო ოთახში შეათრია.

    -ჯანდაბა ლილი,რა სულელური კითხვაა? – დაისისინა მან, – შენც მშვენივრად იცი,რომ . . . ჰოგვორტსში მაქციას არ დაუშვებენ! სტუდენტები საფრთხეში იქნებიან და მშობლები აჯანყდებიან. ჰოგვორტსში მხეცს არავინ დაუშვებს!

    ლილიმ ხელები გადააჯვარედინა და მეგობარს შეხედა.

    -რემუს,მე რა უნდა გავაკეთო? – თქვა მან, – ერთმანეთს ჰოგვორტსში მოსვლის პირველი დღიდან ვიცნობთ. რამდენიმე კვირაში ერთხელ უჩინარდები.. დიდი გენიოსობა არ უნდა იმის მიხვედრას,რომ სავსე მთვარის პერიოდში ყოველთვის სადღაც ქრები.
    რეველიო!

    ფაქტები ჰარი პოტერის შესახებ ნაწ.1

    • დინ ტომასს ყოველთვის ეგონა,რომ იგი მაგლური წარმოშობის იყო,რადგანაც მას მხოლოდ დედამისი და მამინაცვალი ზრდიდნენ.მამამისი ჯადოქარი იყო,თუმცა ცოლის უსაფრთხოებისთვის მისთვის ეს არ გაუმხელია და მიატოვა.დინმა არც ის იცის,რომ მამამისი „სიკვდლის მხვრელებმა“ მოკლეს იმის გამო,რომ მან უარი თქვა მათთან თანამშრომლობაზე.

    • პივსი არასდროს ყოფილა ადამიანი.იგი არა მოჩვენება,არამედ ქაოსის დაუმორჩილებელი სულია,რომელსაც ჭაღების ჩამოგდება,ჯოხების სროლა და საერთოდ,არეულობის გამოწვევა შეუძლია.

    • ჰოგვორტსის ოთხი კლუბი ოთხ ძირითად ელემენტს მიესადაგება. გრიფინდორი ცეცხლია,რეივენქლო ჰაერი,ჰაფლეპაფი – მიწა,ხოლო სლიზერინი – წყალი.
    რეველიო!

    ანიმაგუსები

    „თუ შეიძლება,სერ. ანიმაგუსი ჯადოქარია,რომლსაც ცხოველად გადაქცევა შეუძლია.მაქციას კი არჩევანი არ აქვს.“
    -ჰერმიონ გრეინჯერი ანიმაგუსსა და მაქციას შორის განსხვავებების გარჩევისას.

    ანიმაგუსი არის ჯადოქარი,რომელსაც შეუძლია გადაიქცეს ცხოველად თავისივე სურვილისამებრ. ეს მეტამორფოზმაგუსის უნარისგან განსხვავებით,შესწავლილი უფროა,ვიდრე თანდაყოლილი. ანიმაგუსების შესახებ მოსწავლეებს ჰოგვორტსში მესამე კურსზე ასწავლიან.
    რეველიო!

    ფენიქსი

    ChamberFawkesფენიქსი დიდი, გედისხელა ალისფერი ფრინველია, ოქროსფერი ბუმბულით, გრძელი ნისკარტით და ბრჭყალებით, შავი თვალებითა და ფარშევანგივით გრძელი კუდით. ბუმბული ძირში მუქია, ხოლო ბოლოში მოწითალო.

    ფენიქსები ბუდეს ჩვეულებრივ მაღალ მთებში იდებენ. ისინი გვხვდებიან ეგვვიპტეში, ინდოეთსა და ჩინეთში. არიან ძალიან კეთილები, არასოდეს ესხმიან თავს ადამიანებს და იკვებებიან ბალახეულობით. როდესაც მათი დაწვის დღე ახლოვდება, ემსგავსებიან ნახევრად გაპუტულ ინდაურს, უწითლდებათ თვალები, სცვივათ ბუმბული და კრიახებენ. სიკვდილისას, ფრინველს უეცრად ცეცხლი ეკიდება და თავისივე ფერფლისგან ისევ ცოცხლდება, რამდენიმე დღეში კი სრულ ზომას აღწევს. ფენიქსები, ფაქტობრივად უკვდავნი არიან.

    მოშინაურებული ფენიქსები

    ფენიქსის მოშინაურება ძალიან რთულია. როგორც ნიუტონ სკამანდერი გვეუბნება თავის წიგნში, „ჯადოსნური არსებები: სად ვეძებოთ ისინი“:  „ფენიქსს მაგიის სამინისტრომ მიანიჭა XXXX რეიტინგი, არა იმიტომ, რომ აგრესიულია, არამედ იმიტომ, რომ მხოლოდ რამდენიმე ჯადოქარს მოუშინაურებია ის.“ ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ ორი მოშინაურებული ფენიქსი. ერთი ალბუს დამბლდორის ფენიქსი ფოუკსი, ხოლო მეორე – სპარკი, ახალი ზელანდიის ქუიდიჩის ერთ-ერთი გუნდის თილისმა.

    მოშინაურებული ფენიქსები ძალიან ერთგულები არიან თავიანთი პატრონების და მათი სიკვდილის შემდეგ არა ახალი პატრონის მოძებნას, არამედ მარტო ცხოვრებას შეუდგებიან.
    რეველიო!